რეზონანსი
15.07.2022

პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულება გაცემას მმართველ გუნდში შეფასებები უკვე მოჰყვა. რატი იონათამიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ სხდომის მოწვევა, იმ ფონზე როდესაც სამუშაო ჯგუფი უკვე არსებობს, არამიზანშეწონილია.

„აბსტრაქტული დღისწესრიგით, დღეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა ნამდვილად არ მგონია მიზანშეწონილი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც პროაქტიური სამუშაო დღისწესრიგი არსებობს 12 პუნქტის შესასრულებლად და ეს პროცესი სულ უფრო მეტად ხდება ინკლუზიური.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ რიგგარეშე სესიაზე დღეს საუბარი და მისი მოწვევა, სწორედ ამ სამუშაო პროცესიდან ამოგდების ერთ-ერთი არარელევანტური ნაბიჯია. ამ ფარსში მონაწილეობის აუცილებლობა დღეს არ დგას და მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები სწორედ სამუშაო ფორმატებში შევასრულოთ," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულება გამოსცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×