რეზონანსი
16.07.2022

უნგრეთს უკრაინის პრეზიდენტთან უთანხოება არ აქვს - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. პიტერ სიიარტოს თქმით, ისინი უნგრეთის ინტერესებს წარმოადგენენ. ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, ასევე, უკრაინის ინტერესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კიევს კონფლიქტში უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, თუნდაც, იარაღის მიწოდებით.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათი ქვეყნის ინტერესებშია, არ ჩაერთონ ამ კონფლიქტში და მინიმუმამდე დაიყვანონ სამხედრო სიტუაციაში გადასვლის შესაძლებლობა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უნგრეთი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×