რეზონანსი
17.07.2022

ქობულეთში, სოფელ ხალაში ახალგაზრდა კაცი თოფის გასროლით დაიღუპა. სავარაუდოდ, 36 წლის გელა კონცელიზე შემთხვევით ტყვიას ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეფუტკრე მეზობელი დათვს ჩაუსაფრდა, რადგან ბოლო პერიოდში თაფლის მოსაპარად იყო შემოჩვეული. მდინარის პირას ღამით მიმავალი კაცი დათვი ეგონა და ესროლა.

მეზობლების თქმით, დაღუპული გელა კონცელიზე მდინარეზე თევზაობდა. მათივე ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ კაცი , რომელმაც თოფიდან გაისროლა პოლიციას თავად ჩაბარდა.

შსს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: "აიპრეს.ჯი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×