რეზონანსი
17.07.2022

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გერმანიამ აზერბაიჯანში ექვსი ოპოზიციონერი აქტივისტი დააბრუნა. ყველა მათგანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა და ყველას უარი ეთქვა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„აზერბაიჯანში დეპორტაციის შემდეგ ყველა მათგანს თვალთვალი, დაკავება და დაპატიმრება ელოდა. გერმანიაში დარჩენილი აქტივისტები ამას აპროტესტებენ", - წერს BBC.

თავშესაფარზე უარი უთხრეს და აზერბაიჯანში დააბრუნეს მუთალიმ ორუჯევი, მალიქ რზაევი, ჯაფარ მირზოევი, პუნხან ქერიმლი, ზია იბრაჰიმი და სამირ აშუროვი.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, Deutsche Welle-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ექვსივე აზერბაიჯანელი გერმანიაში, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, აქტიურობას აგრძელებდა: მათ, აზერბაიჯანში რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ, არაერთხელ მოაწყეს ან მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში. ამ აქციებიდან ყველაზე რეზონანსული იყო 2020 წელს 12-დღიანი შიმშილობა გერმანიის კანცლერის ოფისის წინ. მუხთარლის თქმით, „ამის გამო ბაქოს ხელისუფლება გაბრაზდა „ზედმეტად აქტიურ" ემიგრანტებზე, მათ დეპორტაციას მიაღწია და ახლა მათზე შურს იძიებენ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×