რეზონანსი
01.09.2022

დიდი დიღომში ბენდუქიძის დასახლებაში დღეს დილით აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათგან დედა-შვილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან.

მომხდარი შემთხვევის ამსახველი ფოტოები დიდი დიღმის ფეისბუკჯგუფში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და ადგილზე მდგომი მანქანები.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×