|

უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ისრაელის სახელმწიფოში. ჩვენ ორ ქვეყანას შორის, ორ ხალხს შორის გვაქვს განსაკუთრებულად გამორჩეული ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ახალ იმპულსს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„შეხვედრის დროს განხილული იყო ძალიან ფართო სპექტრი თანამშრომლობის, ის მიმართულებები, რომლებიც კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების და გაღრმავების აუცილებლობა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წელს უკვე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორ ქვეყანას შორის, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით. ზოგადად, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი, დროული იყო და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გააძლიერებს და გააღრმავებს იმ უკვე არსებულ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც იქნება ღირებული ებრაელი და ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|