|

საქართველოში საწვავზე დღეს არსებული ფასი მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან თავსებადია, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა ფაქტორებზე, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასს განსაზღვრავს.
„ბენზინის ფასის ზრდის ტემპი საქართველოში ფიქსირდება მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. ამის პარალელურად, შემცირების ტრენდი აქვს დიზელის ტიპის საწვავს. ჩვენი შეფასებით, ამ ეტაპზე საწვავის ბაზარზე ვითარება სტაბილურია. მაისი-აგვისტოს პერიოდი რომ ავიღოთ, „რეგულარის" ტიპის საწვავი დაახლოებით 15-20%-ით არის გაძვირებული, რაც დაახლოებით 30-44 თეთრია. გაძვირების ეს ტრენდი სრულიად თავსებადია ამ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან. კერძოდ, თუ ვნახავთ ნავთობის ფასის დინამიკას, ამავე პერიოდში დაახლოებით 15%-ით არის ნავთობზე ფასი გაზრდილი. ეს უკავშირდება რამდენიმე გლობალურ საკითხს, მათ შორის OPEC+-ის გადაწყვეტილებებს ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე ჩინეთში საწვავზე მოთხოვნის ზრდას და რეგიონში არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებას. ეს არის ფაქტორები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასს განსაზღვრავს. დღეს არსებული ფასების დინამიკა სრულიად თავსებადია მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|