რეზონანსი
07.09.2023

ჩვენ და ჩვენი მშობლების თაობასაც კარგად ახსოვს თუ სადამდე მიიყვანა ქვეყანა არაერთხელ კონსტიტუციისა და კანონების, წესების უგულებელყოფა, იმის თვითდაჯერებამ, რომ შეიძლება დღეს კონსტიტუციაზე მნიშვნელოვანი იყო შენ რას ფიქრობს და შენ რისი გაკეთება გინდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ზუსტად ამას ეხება იმპიჩმენტის პროცედურა. ეს არის სამართლებრივი და პოლიტიკური რეაქცია იმაზე, რომ მომავალში ყველა ხელისუფლებამ და ყველა ლიდერმა - არჩეულმა თუ დანიშნულმა ქვეყნის ხელისუფლებაში საკუთარი საქმე გააკეთოს კონსტიტუციის დაცვით", - განაცხადა თალაკვაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად დოკუმენტები მზად არის. საპროცედურო კომიტეტს მმართველი გუნდი ხელმოწერებს დღეს წარუდგენს. კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს. შემდეგ კი დოკუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×