რეზონანსი
20.09.2023

პარლამენტის პლენარული სხდომის ტრიბუნასთან, სადაც კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი „მინისტრის საათის" ფორმატში გამოდის, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ პლაკატი გაშალეს, რომელსაც „ქართული ოცნების" ლოგოსთან ერთად ჰქონდა შეურაწმყოფელი რუსული წარწერა.

„მოგესალმებით ქალბატონებო. გაშალეთ პლაკატი, მე გავაგრძელებ. მთავარია, არ დაიღალოთ".

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს დარბაზიდან გასვლისკენ მოუწოდა, შემდეგ კი მათ დარბაზი მანდატურების საშუალებით დაატოვებინა და სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×