რეზონანსი
21.09.2023

ამის მეტი ვერაფერი გააკეთეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„ოპოზიციის ოცნებაა, რომ ჩამოიშალოს ამ ქვეყანაში ყველაფერი - საფინანსო სისტემა, სახელმწიფო სისტემა, ყველანაირი სისტემა. სინამდვილეში არაფერი ჩამოშლილა. გუშინდელი აჟიოტაჟის ერთადერთი შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე მეასედი ერთეულით გაუფასურდა ლარი, თუმცა ის თავის კურსს დაუბრუნდება. ამის მეტი ვერაფერი გააკეთეს. მათი ოცნება და მიზანი იყო ყველაფრის ჩამოშლა, მაგრამ ვერაფერი ჩამოშალეს. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი - არანაირი საფრთხე არაფერს არ ემუქრება, ყველა ბანკი სათანადოდ ფუნქციონირებს, სანქციების რეჟიმი არის დაცული. აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×