რეზონანსი
26.09.2023

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.

"უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის უკან ბევრი ქვეყანა დგას და ჩვენ რომ სამხედრო გზით არ დავეხმაროთ უკრაინას, ეს ქვეყანა თავის დაცვას ვერ შეძლებს", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

გარდა ამისა, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დახმარება უკრაინის მიმართ "უფრო დიდია, ვიდრე შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×