რეზონანსი
27.09.2023

ქუთაისში  ავტომშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ერთ-ერთ ავტომობილში მჯდომი 3 ადამიანი.  სამივე მათგანი ქალია, რომლებიც ერთი მანქანით მგზავრობდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მეორე ავტომობილის მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

,,შევესწარი... საშინელება მოხდა, თვალიდან არ ამომდის..." - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×