რეზონანსი
15.05.2024

„ქრონიკას" წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს პირველ საათზე ბროსეს ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია და სხვა ლიდერები დაიბარეს. ამავე წყაროს ცნობით, დავით კეზერაშვილის ცოლისძმას დიმიტრი ჩიქოვანსა და მათ შორის მძიმე საუბარი შედგა.

ჩიქოვანმა ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა, აგინა და განაცხადა, რომ უკმაყოფილოა და მეტი მუხტი სჭირდება. წყაროს ინფორმაციით, ჩიქოვანმა ასევე განაცხადა, რომ „მილიონზე მეტი აქვს უკვე დახარჯული და მათგან შედეგს ვერ იღებს".

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები თათბირის შემდეგ მძიმე შეურაცხყოფის გამო გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მიაწოდა „ქრონიკას" ექსკლუზიურად ინფორმაცია დიმიტრი ჩიქოვანის მიერ მძიმედ ჩატარებული თათბირის შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×