რეზონანსი
06.06.2024

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს

ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის.

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია... ყველას შევახსენებ, რომ სავიზო მონაცემები კანონით კონფიდენციალურია, ამიტომ რამე დონის დაკონკრეტებით [სახელების] თქმა არ შემიძლია.

მაგრამ, როგორც ვთქვი, ისეთი ხალხი გამოვიძიეთ, ვინც ქმედებები განახორციელა დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ვინც ქმედებები განახორციელა დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობის გამოყენებით თავის დასასხმელად და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დასაშინებლად. და, როგორც ვთქვი, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

და უნდა აღვნიშნო, რომ ქმედებები, რომლებიც მზად ვართ, რომ განვახორციელოთ, არა მხოლოდ ამ ახალი სანქციებს ეხება, რომლებიც შემოგვაქვს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ მზად ვართ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობების სრული გადახედვა განვახორციელოთ...

როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეაბრუნოს ის ტრაექტორია, რომელზეც იმყოფება. ეს არა მხოლოდ ამ კანონს ეხება, რომელიც ახლა მიიღეს, ეს ასევე ეხება იმას, თუ როგორ არბევდნენ განსხვავებულ აზრს, ეს ეხება განცხადებებს, რომლებიც მათმა ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც უარს ამბობენ გზაზე, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.

ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს", - აღნიშნა მილერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×