რეზონანსი
20.02.2025

20 თე­ბერ­ვლის დი­ლას, თბი­ლი­სის რიგ უბ­ნებ­ში მცხოვ­რებ დე­და­ქა­ლა­ქე­ლებს თოვ­ლი დახ­ვდათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თოვ­და გა­რე­უბ­ნებ­ში. წუ­ხელ ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში თოვ­ლი და ყინ­ვა იყო. თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დეზე საუბრობს:

„კი­დევ უფრო აცივ­დე­ბა და ღა­მით ყინ­ვა გაძ­ლი­ერ­დე­ბა. 23-24-25 თე­ბერ­ვალს ვე­ლო­დე­ბით ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ასე­თი არამ­დგრა­დი ამინ­დი ნარ­ჩუნ­დე­ბა, 26 თე­ბერ­ვლამ­დე. ჯერ არ ჩანს, არც დათ­ბო­ბა არც ამინ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

ახლა რე­გი­ო­ნებ­შიც ყველ­გან თოვს, კა­ხეთ­შიც, და­სავ­ლეთ­შიც, პროგ­ნო­ზი ისე­თი გვაქვს, რომ შე­საძ­ლოა თოვ­ლი თბი­ლის­შიც და­დოს. ამ დრო­ის­თვის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში შე­ზღუ­დუ­ლია მოძ­რა­ო­ბა. კობი-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე დიდი თოვ­ლი მო­ვი­და, ასე­ვე სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, შე­ზღუ­დუ­ლია ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა. იქაც უფრო ძლი­ე­რად მო­თოვს.

ზო­გა­დად რთუ­ლი ზამ­თა­რი არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, კა­ხეთ­ში რომ კარ­გი თოვ­ლი მო­ვი­და, სჭირ­დე­ბო­დათ და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ჩვენ ისეთ კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში ვართ თოვ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თე­ბერ­ვა­ლია, ჯერ კი­დევ ზამ­თა­რი და არ არის გა­საკ­ვი­რი“, - განუცხდა "ამბებს" ნიოურაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×