რეზონანსი
21.02.2025

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარიამ ლაშხი დონალდ ტრამპის მიმართ ქართული ოპოზიციური სპექტრის მხრიდან კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახლა პრორუსულობას უკვე აშშ-ს პრეზიდენტს აბრალებენ.

„ჩვენ თუ ვიყავით „პრორუსულები" აღმოჩნდა, რომ თურმე ტრამპიც „პრორუსული" ყოფილა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს იმიტომ, რომ შინაარსისგან დაცლილი, გაანალიზებისგან დაცლილი მსჯელობები მათი ხელწერაა, პირადი შეურაცხყოფებიც მათი ხელწერაა და არც ახალია მათი მხრიდან", - განაცხადა ლაშხმა.

დონალდ ტრამპი ქართული ოპოზიციური სპექტრის კრიტიკის ობიექტია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა თქმით, შეურაცხმყოფელი და ღიმილის მომგვრელია ოპოზიციონერთა ფერისცვალება, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად, თუმცა ანტიამერიკულ ნარატივზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მათთვის არახელსაყრელი განცხადებები გააკეთა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×