რეზონანსი
21.02.2025

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით ისევ დააჯარიმეს. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს.­

როგორც უგულავა აღნიშნავს, ის ჯარიმის გადახდას და სასამართლო პროცესზე მისვლას კვლავ არ აპირებს.

„მორიგი 5 000-ლარიანი „პივის ჩეკი" მომივიდა. ამჯერადაც რუსთაველის გადაკეტვაა, ოღონდ უკვე 21 იანვარი.

არც გადახდას ვაპირებ და არც სასამართლო პროცესზე მისვლას. არც მე და არც ადვოკატი. თავში ქვა უხლიათ!

„ქოცი" უკვე ეპიდემიაა და მათთან ერთ შენობაში ან ოთახში მოხვედრაც კი სახიფათოა ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის", - წერს უგულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×