რეზონანსი
21.02.2025

უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით ნადიმ ხმალაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

როგორც ხმალაძის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა, ხმალაძეს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში გზის გადაკეტვის 3 ეპიზოდს ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ნადიმ ხმალაძემ 5, 6 და 9 იანვარს გზა უკანონოდ, იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის საკმარისი ოდენობით ხალხი არ იყო.

ადვოკატმა საქმეების გაერთიანება მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი სამივე ეპიზოდში სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, ერთი ადმინისტრაციული სახდელი დაადო.

ადვოკატის თქმით, ნადიმ ხმალაძეს გზის გადაკეტვის კიდევ 2 ეპიზოდს ედავებიან, თუმცა, აღნიშნულის თაობაზე ხმალაძეს ჯარიმა ახალი წესით ჩააბარეს. ადვოკატი აღნიშნულ ჯარიმას გაასაჩივრებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×