რეზონანსი
22.02.2025

საქართველოს ნაკრებთან ერთად მეექვსე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ და სანაკრებო კარიერას დავასრულებ, - ამის შესახებ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, 35 წლის გიორგი შერმადინმა დანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 62:60 მოიგო და ევრობასკეტი 2025-ის საგზური მოიპოვა.

„მინდა, ყველას ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ. ზედიზედ მეექვსედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ქართული კალათბურთის მომავლისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.

მიხარია, რომ მე ამ წარმატებების მონაწილე ვარ. მაგრამ ეს იქნება ჩემი ბოლო ევროპის ჩემიონატი, ამის შემდეგ კი სანაკრებო კარიერას დავასრულებ. საკლუბო კარიერას დაახლოებით სამი წელი მაინც გავაგრძელებ.

მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ და ყველგან გვამხნევებდნენ. ჩვენი ეს წარმატებები სწორედ მათი დამსახურებაა", - ამბობს გიორგი შერმადინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×