რეზონანსი
22.02.2025

7 წლის წინ, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს - ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ისტორია გმირების ზურგზეა ნაშენები. 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად მოკლეს. მისი ნაწამები ცხედარი 26 დღის შემდეგ დააბრუნეს - რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ თავისუფლებისთვის, არჩილისთვის და საქართველოსთვის მტკიცედ ვდგავართ. არასდროს დავივიწყებთ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×