რეზონანსი
24.02.2025

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უკვე იმ­სჯე­ლა მოკ­ლუ­ლი თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე და უმ­ძი­მე­სი მკვლე­ლო­ბის საქ­მის ფი­გუ­რან­ტებს მო­სა­მარ­თლემ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ცნო­ბი­ლია, რომ 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი ორ­თა­ჭა­ლა­ში გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ბი­ნა­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლეს. მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი ორი დღის შემ­დეგ გა­ცხად­და, თა­ზოს ოჯა­ხი ორი დღე უშე­დე­გოდ ეძებ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი 5 პირს წა­უ­ყე­ნეს, მათ­გან ორი პირი ძებ­ნა­შია, ამი­ტომ გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­სა და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­დათ. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე, ლუკა გვე­ნე­ტა­ძე და საბა რო­ბა­ქი­ძე, მათ სა­სა­მარ­თლომ ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი საქ­მის მთა­ვარ ფი­გუ­რან­ტად გი­ორ­გი პა­პაშ­ვილს ასა­ხე­ლე­ბენ.

სა­ნამ ფაქ­ტი გახ­მა­ურ­დე­ბო­და გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვ­მა გა­საქ­ცე­ვი თან­ხის მო­ძი­ე­ბაც შეძ­ლეს და 19 თე­ბერ­ვალს ქვეყ­ნი­და­ნაც უპ­რობ­ლე­მოდ გა­იქ­ცნენ.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი არი­ან. მათ ციხე ცოტა ხნის წინ და­ტო­ვეს.

მთივ­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის უფ­ლე­ბებს იცავს ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე, მან თა­ვად ნახა რო­გო­რი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და მოკ­ლულს.

„სა­ვა­რა­უ­დოდ და­ბა­დე­ბის დღე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო და მე­ო­რე დღეს არის მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი. 19 თე­ბერ­ვალს სა­ზღვა­რი და­ტო­ვა ორმა დამ­ნა­შა­ვემ. ცნო­ბი­ლია, რომ პა­პაშ­ვი­ლი და მისი მე­გო­ბა­რი გუ­სე­ი­ნო­ვი მა­ნამ­დე ფულს ეძებ­დნენ წა­სას­ვლე­ლად. ეს თან­ხე­ბი მო­ი­ძი­ეს და წა­ვიდ­ნენ ქვეყ­ნი­დან. სხვებს არ უც­ნო­ბე­ბია პო­ლი­ცი­ის­თვის, ამ­ბო­ბენ, რომ პა­პაშ­ვი­ლი მა­თაც მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და და გვე­ში­ნო­დაო. მაგ­რამ რომ იცოდ­ნენ იმათ­მა სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თეს და ამის შემ­დეგ მა­ინც ხომ შე­ეძ­ლოთ და­ე­რე­კათ 112-ში და ეთ­ქვათ ასე­თი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­დაო. გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი ორი­ვე ნა­სა­მარ­თლე­ვია და ახა­ლი გა­მო­სუ­ლე­ბი არი­ან ცი­ხი­დან. სას­ტი­კი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან. და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა პრო­ცეს­ზე ერ­თა­დერ­თი რამ თქვეს, რომ მათ არ შე­ეძ­ლოთ ამ და­ნა­შა­უ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და გაშ­ვე­ლე­ბა. 5 ადა­მი­ა­ნი უყუ­რებ­და რო­გორ კლავ­დნენ ადა­მი­ანს. მთა­ვარი მა­ინც ის ორი გაქ­ცე­უ­ლია.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბის მი­ზე­ზი ფუ­ლია. პა­პაშ­ვი­ლი მო­ი­თხოვ­და რომ მათ სამ­სა­ხურ­ში სა­ლა­რო­დან ფული მო­ე­პა­რათ და მის­თვის გა­და­ე­ცათ, იგი­ვეს ითხოვ­და თა­ზოს­გან. თაზო აპ­რო­ტეს­ტებ­და უფ­რო­სის­თვის ფუ­ლის მო­ტეხ­ვას და არ აკე­თებ­და და ეს გახ­და ჩხუ­ბის მი­ზე­ზი.

ისიც ით­ქვა, თით­ქოს უფ­რო­სის ყუ­რამ­დე მი­ვი­და ეს ამ­ბა­ვი და ამი­ტომ თა­ზოს აბ­რა­ლებ­დნენ, ეგო­ნათ მან შე­ა­ტყო­ბი­ნა უფ­როსს. ახლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ტე­ლე­ფო­ნე­ბის მი­მო­წე­რე­ბი და ზა­რე­ბი, ვფიქ­რობ ამის შეს­წავ­ლის შემ­დეგ ბევ­რი რამ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა სჭირ­დე­ბა ამას. ზუს­ტად რო­დის მოკ­ლეს ესეც გა­ირ­კვე­ვა. ბევ­რი რამ არ თქვა პრო­კუ­რორ­მა, რად­გან ძებ­ნა­შია ორი პირი. თაზო კარ­გად იც­ნობ­და პა­პაშ­ვილს, მე­გობ­რობ­დნენ. ტე­ლე­ფო­ნე­ბის ამო­ნა­წე­რე­ბი მოგ­ვცემს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამო­ღე­ბუ­ლია მკვლე­ლის ტე­ლე­ფო­ნიც, რო­მე­ლიც მან და­ტო­ვა თა­ვის სო­ფელ­ში, კო­და­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­დევ ერთი დე­ტა­ლის გარ­კვე­ვა. სა­შინ­ლად ნა­წა­მე­ბია თაზო, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და და­ჩეჩ­ქვი­ლია. ხორ­ცის საჭ­რე­ლი სქე­ლი და­ფე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი, ეს აქვს თავ­ში ჩარ­ტყმუ­ლი და გა­და­ტე­ხი­ლია შუ­ა­ზე. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­სას­ტი­კეა ჩა­დე­ნი­ლი. მე პი­რა­დად ვნა­ხე ცხე­და­რი სა­ნამ ჩა­აც­მევ­დნენ სამ­ხა­რა­ულ­ში ექ­სპერ­ტი­ზის შემ­დეგ. მას ბლაგ­ვი საგ­ნე­ბი აქვს ჩარ­ტყმუ­ლი, ჩაგ­ლე­ჯი­ლი აქვს სა­ფეთ­ქე­ლი, დიდი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.

ძა­ლი­ან დიდი ეჭვი მაქვს, ერთი ადა­მი­ა­ნი ამას ვერ გა­ა­კე­თებ­და. შე­საძ­ლოა მოხ­დეს საქ­მის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა. მი­ნი­მუმ უმოქ­მე­დო­ბით ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა სა­ხე­ზეა. შენ იქ ხარ, უყუ­რებ რო­გორ კლა­ვენ ადა­მი­ანს და ხმას არ იღებ. 

სა­შა­ურ­მის მე­პატ­რო­ნეს ჰპა­რავ­დნენ ფულს. ისიც სცა­დეს თა­ზოს­თვი­საც დაბ­რა­ლე­ბა ჩვე­ნე­ბებ­ში, ვი­თომ სხვებ­თან ერ­თად გა­რე­უ­ლი იყო ამა­ში თაზო, არა­და მას სახ­ლშიც ნათ­ქვა­მი აქვს, რომ ფულს უტე­ხავ­დნენ სხვე­ბი და ამის გამო ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. 

კა­მე­რებ­ში გა­მოჩ­ნდა ამ სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ 5 პირი რო­გორ ტო­ვებს იქა­უ­რო­ბას და გარ­ბი­ან, მარ­თა­ლია სხვებს და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან, მაგ­რამ ვფიქ­რობ კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­იც­ვლე­ბა, ეს არის მათი მხრი­დან მკვლე­ლო­ბა", - განაცხადა ადვოკატმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×