რეზონანსი
25.02.2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუქტურა დააზიანა, „ენერგო-პრო ჯორჯია" და „სოკარ ჯორჯია გაზი" ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.

დავით ნარმანიას თქმით, გზების გაწმენდისთანავე კომპანიები იწყებენ ინფრასტრუქტურის შესაბამის აღდგენით სამუშაოებს.

„ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის დაზიანება. კომისია ჩართულია და მონიტორინგს უწევს „ენერგო-პრო ჯორჯიას" და „სოკარ ჯორჯია გაზის" სამუშაოებს. უწყვეტად გრძელდება სამუშაოები, გზების გაწმენდისთანავე კომუნალური კომპანიები იწყებენ ინფრასტრუქტურის შესაბამის აღდგენით სამუშაოებს. უკვე აღუდგა მომარაგება ბევრ აბონენტს გურიაში, აჭარაში, ასევე იმერეთის მაღალმთიან რაიონებში", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, კომუნალური კომპანიები მოსახლეობას შეტყობინებების სახით პერიოდულად აწვდიან ინფორმაციას, სად დაფიქსირდა ავარიები, რა პერიოდში მოხდება მისი აღმოფხვრა და როდის აღდგება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×