რეზონანსი
26.02.2025

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დღეს „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მზია ამაღლობელს სურს, რომ ადვოკატებთან ერთად 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში პირადად მიიღოს მონაწილეობა.

„მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა „ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.

ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×