რეზონანსი
26.02.2025

„ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2025 წლის 26 თე­ბერ­ვალს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტა ზე­პი­რი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის დროს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მე­ებს.

„სა­სა­მარ­თლომ უკვე და­ად­გი­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ არ ჩა­ა­ტა­რა ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა. დიდი პა­ლა­ტა ახლა გა­ნი­ხი­ლავს, და­ირ­ღვა თუ არა წა­მე­ბის აკ­რძალ­ვის, გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ ნა­წილ­ში. ესაა პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დიდი პა­ლა­ტის­თვის საქ­მის მომ­ჩი­ვან­თა მო­თხოვ­ნით გა­და­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით. შეკ­რე­ბა მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის დროს სა­პო­ლი­ციო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მიმ­დი­ნა­რე უწყვე­ტი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­ნიღ­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო რაზ­მე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ექ­ვემ­დე­ბა­რა წა­მე­ბას, არა­ა­და­მი­ა­ნურ და და­მამ­ცი­რე­ბელ მო­პყრო­ბას და უკა­ნო­ნო დარ­ბე­ვას. სხდო­მა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ით 26 თე­ბერ­ვალს, 12:15 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის მსხვერ­პლთა უფ­ლე­ბებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ცა­ვენ „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" (საია) და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის (EHRAC) იუ­რის­ტე­ბი.

ამ თე­მას სტა­ტუ­სით ეხ­მა­უ­რე­ბა 2019 წლის 20 ივ­ნისს, ე.წ. „გავ­რი­ლო­ვის ღა­მი­სას" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მაკო გო­მუ­რი.

"fyi ბავ­შვმა სტრას­ბურ­გამ­დე მი­აღ­წია.... იცო­დეთ, რომ სა­დღაც ისევ ვიბ­რძვით 20 ივ­ნი­სის ადა­მი­ა­ნე­ბი.

ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში 20 ივ­ნი­სის სა­ერ­თო საქ­მის გან­ხილ­ვა და­ი­წყე­ბა დიდ პა­ლა­ტა­ში.

უბ­რა­ლოდ ჩვენს მო­სას­მე­ნად და ჩვე­ნი სი­მარ­თლის აღი­ა­რე­ბის­თვის აქ სა­სა­მარ­თლოს კარ­ზე ბრა­ხუ­ნი, ყვი­რი­ლი არ გვჭირ­დე­ბა.წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენ და გა­მარ­ჯვე­ბა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×