რეზონანსი
27.02.2025

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ჭან­ჭათ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს. რო­გორც ადგილობრივი ანუ­კა ოდი­შე­ლი­ძე ამ­ბობს, სო­ფელ­ში გარ­დაც­ვლი­ლია ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი პე­და­გო­გი, თა­მარ ნი­ნი­ძე და სა­კუ­თა­რი შვი­ლის ცხედ­რის და­ტი­რე­ბას ამ დრომ­დე ვერ ახერ­ხებს მისი ასა­კო­ვა­ნი დედა, და და 14 წლის შვი­ლი. ისი­ნი სხვა სოფ­ლი­დან გა­მოს­ვლას და გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

„სო­ფე­ლ ჭან­ჭათ­ში არის ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, თა­მარ ნი­ნი­ძის ცხე­და­რი. გახ­ლავთ პე­და­გო­გი, მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს. ავა­დობ­და ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი და დიდ­თოვ­ლო­ბამ­დე გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა­ში, სა­დაც სამ­წუ­ხა­როდ 24 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. სო­ფელ­ში უკვე 2 მეტ­რი თოვ­ლი იყო, მის სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა გა­უკ­ვა­ლა­ვი და ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა ფე­ხით ია­რეს ამ გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე და ძლივს მო­იყ­ვა­ნეს გარ­დაც­ვლი­ლი სახ­ლში. მა­ში­ნაც ვი­თხოვ­დით გზის გაწ­მენ­დას, მაგ­რამ ვერ გა­იწ­მინ­და გზა. ერთი კი­ლო­მეტ­რი გა­უკ­ვა­ლავ გზა­ზე ია­რეს ბი­ჭებ­მა და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ას­ვე­ნეს სახ­ლში.

ზუს­ტი ასა­კი არ ვიცი, ალ­ბათ 55 წლამ­დე იქ­ნე­ბა. სახ­ლშია დას­ვე­ნე­ბუ­ლი და სახ­ლშია მხო­ლოდ მისი მე­უღ­ლე. სხვა ოჯა­ხის წევ­რე­ბი რამ­დე­ნი­მე დღეა სახ­ლამ­დე მის­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ. ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის ერ­თა­დერ­თი 14 წლის შვი­ლი ლან­ჩხუ­თის სო­ფელ ნა­გო­მარ­ში იყო ბე­ბოს­თან და დე­ი­დას­თან ერ­თად. ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ცდი­ლო­ბენ იქ მის­ვლას, მაგ­რამ ვერ ახერ­ხე­ბენ უგ­ზო­ო­ბის გამო. დედა ასა­კო­ვა­ნია და ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბას ვერ შეძ­ლებს.

დღე­საც ვე­სა­უბ­რე დი­ლის 9 სა­ა­თიც არ იყო გამ­გე­ბელს, მი­თხრა, ტრაქ­ტო­რიც რო­მე­ლიც გა­მოგ­ზავ­ნეს გაგ­ვი­ფუჭ­დაო და შუა დღი­დან ალ­ბათ შე­ვუდ­გე­ბით გზის გაწ­მენ­და­სო. გზის წმენ­და გვერ­დი­თა სოფ­ლე­ბი­დან უნდა და­ი­წყოს, რომ ჩვე­ნამ­დე მო­ვიდ­ნენ. სა­ნამ დაკ­რძალ­ვის სა­კი­თხი მოგ­ვარ­დე­ბა, ჭი­რი­სუ­ფალ­მა ხომ უნდა შეძ­ლოს ერ­თად ყოფ­ნა და გარ­დაც­ვლი­ლის და­ტი­რე­ბა. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იყო.

იქ­ნებ ამ ოჯახს და­ეხ­მა­რონ, იქ­ნებ დედა, შვი­ლი და და მი­იყ­ვა­ნონ სახ­ლამ­დე, რომ და­ი­ტი­რონ. ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს. იმე­დია გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ მძი­მე დღე­ებ­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან ოჯახს", - განუცხადა "ამბებს" ანუ­კა ოდი­შე­ლი­ძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×