რეზონანსი
27.02.2025

 „ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან" პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ამაღლობელის ადვოკატებმა დაუდასტურეს.

მზია ამაღლობელი კვლევების ჩატარების მიზნით ციხიდან კლინიკა „ვივამედში" 4 თებერვალს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებოდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×