რეზონანსი
01.03.2025

სანქციების დაწესებას ერთ ხმაში რომ ითხოვდნენ, ეს საქართველოს მხოლოდ ეკონომიკურ ნგრევას არ ნიშნავს, ეს იმ რეალურ საფრთხეს ქმნიდა, რომ ყველაფერი სამხედრო დაპირისპირებაში გადასულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით, რომელშიც შალვა პაპუაშვილი წერს: „2022 წლის 28 თებერვალს შევხვდი აშშ-ის ელჩს, მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როცა უნდა აგვერჩია „ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს", რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო."

„სანქციების დაწესებას ერთ ხმაში რომ ითხოვდნენ, ეს საქართველოს მხოლოდ ეკონომიკურ ნგრევას არ ნიშნავს. რა საკვირველია, ეს იმ რეალურ საფრთხეს ქმნიდა, რომ ყველაფერი სამხედრო დაპირისპირებაში გადასულიყო, მაგრამ გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას ინტერესი ჰქონდა, რომ საქართველო ამ ომში ჩართულიყო. ეს გასაკვირი არ არის, ეს ის სტრატეგიული გეგმაა, რომელზეც აშკარად თავად ზელენსკი ლაპარაკობდა და არა მხოლოდ ის, არამედ საქართველოში პოლიტიკური სუბიექტები, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. რა საკვირველია, რუსეთის სამხედრო რესურსის დივერსიფიკაცია და საქართველოსკენ მოზიდვა ამერიკის იმ ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ კოზირს წარმოადგენდა, რაც არ შესრულდა, არ გაკეთდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, რომელსაც ადრე თუ გვიან გადალახავდა, მაგრამ საქართველო ამის შესახებ ვერც გაიგებდა, რადგან ფიზიკურად აღარც იარსებებდა. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის პრობლემების შექმნა მთავარი ამოცანა იყო. ის, რომ კელი დეგნანი ამას ამბობდა, ამაში გასაკვირი არაფერია. ცუდი და ბოროტებაა, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ ეკონომიკური ომი და სამხედრო დაპირისპირება ყოფილიყო იმ ინტერესებში, რომელიც დღემდე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×