რეზონანსი
02.03.2025

ოჯახებს, რომლებსაც ჩოხატაურის რაიონის სოფელ ნაგომარსა და ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში სახლები დაეწვათ, 100-100 ათასი ლარი ჩაერიცხებათ. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს. 

ნაგომარაში რომ ბიჭს სახლი დაეწვა, მისთვის გახსნილ ანგარიშზე ჩაირიცხა 54 548. ასევე, ხანძარმა ღია ცის ქვეშ დატოვა შრომაში, გიორგი ჩიქოვანის ოჯახი. მივიღე გადაწყვეტილება, ბექასთვის ჩარიცხული თანხა შეივსოს და ორივე ოჯახს, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, თქვენგან ჩაერიცხოთ 100-100 ათასი ლარი,- წერს ჟორჟოლიანი.

მისივე ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო გურიის მოსახლეობის დასახმარებლად გახსნილ ანგარიშზე დარჩენილია 251 742 ლარი. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების შემდეგ, დარჩენილი თანხა იმერეთში დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება.

ჟორჟოლიანის თქმით, ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში გახსნილ შტაბებთან ფონდი დღეს დაასრულებს თანამშრომლობას და რესურსებს იმერეთისკენ მიმართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×