რეზონანსი
04.03.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელიც მან CNN-ეს მისცა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას უთხრა, აჯობებს უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონ.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, მგონი, საჯაროდაც კარგად ჩანს.

„სანქციებზე და ესტონეთზე გამახსენდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ამ ინტერვიუში, მართალია, არ ასახელებს, რომელი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა, რომ აჯობებს უკრაინელებმა ერთი წელი კიდევ იომონო, თუმცა, სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხელით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს, მგონი, საჯაროდაც კარგად ჩანს", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×