რეზონანსი
04.03.2025

“მოგიყვებით, რეალურად რა მოხდა დაახლოებით ორი კვირის წინ! გგონიათ, გამაჩერებთ?!“ – – ამის შესახებ მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის!

გუშინდელ ამბავზე დღეს ვისაუბრებ იმედი ლაივში და მოგიყვებით, რეალურად რა მოხდა დაახლოებით ორი კვირის წინ!

ერთს დავწერ, როგორც ნაც. ბაბლი მაბულინგებს და მლანძღავს (ვინც არ უნდა იყოს), ქალზე ხელს არასდროს ავწევ და არც ამ ფაქტის დროს არანაირ ძალადობას ჰქონია ადგილი, მხოლოდ ტელეფონზე ავუკარი ხელი! ერთი რამე მინდა იცოდეს ყველამ, მე იმ ავბედით წლებში, როდესაც ჯალათები ხელისუფლებაში იყვნენ, 2007 წლიდან ჩემს ხალხთან ვარ.

გუშინდელი ვიდეოს გამოქვეყნებით და იმ ბაბლის ბულინგით გგონიათ, გამაჩერებთ?! პირიქით, მაძლიერებთ. ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად მივიყვანოთ ეს ქვეყანა გამარჯვებამდე!“ – წერს ზურა ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×