რეზონანსი
05.03.2025

საფეხბურთო კლუბ კიევის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელის, იოჟეფ საბოს განცხადებით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, წარსულში „დინამოს“ ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო „ღრუბლებში დაფრინავს“.

მისი თქმით, ის დიდი ხანია, რაც არ ელაპარაკება შევჩენკოს. ყოფილი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ის მასზე ნაწყენია, რადგან წარსულში შევჩენკოს რომანი ჰქონდა მასზე ბევრად უფროს ქალთან, რაც მის საფეხბურთო კარიერას უქმნიდა საფრთხეს, ხოლო საბომ ამ რომანს ხელი შეუშალა.

„საერთოდ, მე შევჩენკოსთან უკვე დიდი ხანია პირადად არ მისაუბრია. ახლა ის სადღაც ღრუბლებში დაფრინავს, მიუწვდომელია. მე მას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე კარგს. ალბათ ის ნაწყენია ჩემზე ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ, სადაც მე მოვყევი, რომ ყმაწვილობაში მას უფროს ქალთან ჰქონდა ურთიერთობა და კარიერა შეეძლო დაეკარგა. მაშინ მე ის გამოვაძვრინე. აი, ასე გადამიხადა მადლობა“, - თქვა საბომ უკრაინულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×