რეზონანსი
05.03.2025

"იუმორის გრძნობა ჰქონიათ სასამართლოში. ხუმრობები უნდა მითხრან მართლმსაჯულებაზე. 

მინდა, მხნეობა ვუსურვო სინდისის პატიმრებს. ხვალ ვეფხო კასრაძის და სხვების სასამართლოებია. მე პირველ აპრილს დამინიშნეს სხდომა. იუმორის გრძნობა ჰქონიათ სასამართლოში. 1-ელ აპრილს რომ სხდომას დაგინიშნავენ, რა მაგარი ამბავია. ხუმრობები უნდა მითხრან მართლმსაჯულებაზე. მხნეობა მინდა გისურვოთ. გაუძელით. ერთად უნდა გავუძლოთ. ერთად უნდა გავიმარჯვოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ". - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2024 წლის 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×