რეზონანსი
07.03.2025

გიორგი ბაჩიაშვილის საქმე დასკვნით ფაზაში გადადის - აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია მძღოლი რომელიც, პროკურატურის ვერსიით, ბაჩიაშვილს საუკუნის გაქცევის ორგანიზებაში დაეხმარა.

"ტვ პირველიმა" დაკავებული მძღოლის ვინაობა დაადგინა - ეს შოთა ქარუმიძეა. მან "ტოიოტა ქამრის" ავტომობილით მანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავში მოთავსებული ბაჩიაშვილი საზღვარზე გადააპარა და შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მას ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

ქარუმიძის ადვოკატი, ალექსანდრე ამირხანაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მარტო მოქმედებდა და თანამზრახველი არ ჰყოლია.

ამირხანაშვილი დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ბაჩიაშვილის დაკავშირება.

"ბრალს აღიარებს, აბსოლუტურად მარტო მოქმედებდა. მას ბაჩიაშვილის მამამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა შეხვედრა, მანამდე, რა თქმა უნდა, არ იცნობდა, მერე გაარკვია, რომ მამა იყო, თუმცა, შესაძლოა, ეს სწორი ინფორმაცია არ არის, რადგან ბაჩიაშვილის მამა არ უნახავს, უბრალოდ თვითონ აქვს ინფორმაცია, რამდენად სწორი ინფორმაციაა. უბრალოდ, ეჭვი აქვს, რომ ბაჩიაშვილის მამა იყო, მას თვალით არ უნახავს. პირდაპირ შეხვდა ბაჩიაშვილი, მაგრამ ისიც ვერ იცნო, ვინ იყო. არც ის იცის, სამალავი ვინ მოაწყო მანქანაში. ავტომობილი 2 დღით დატოვა საბურთალოზე და მერე მივიდა და წამოიყვანა. სამალავის შესახებ ამს შემდეგ გაიგო, რაც მისი გამოყენება მოხდა", - ამბობს ალექსანდრე ამირხანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×