რეზონანსი
07.03.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე მოსამართლეს დასკვნითი სიტყვით მიმართავს.

ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, მოსამართლემ წინა სხდომაზე მოისმინა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×