რეზონანსი
07.03.2025

იმდენად სძულთ ყველაფერი ქართული, რომ ლაშა ტალახაძეც კი სანქცირებულთა სიაში ჩააწერინეს, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ლაშა უმრავლესობის წევრების სანქცირების საკითხზე საუბრისას.

„იმდენად სძულთ ყველაფერი ქართული, რომ მე კარგი, პოლიტიკაში ვარ, ლაშა ტალახაძეც კი სანქცირებულთა სიაში ჩააწერინეს. ჯაფარიძე ჩახდილი, მადამ ფრანცუჟენკა, დანარჩენი კიდევ, თაღლითები, კიდევ ვაშაძე - 20 იანვრამდე უნდოდათ დაესრულებინათ საქართველოს ამბავი“, - განაცხადა ზარქუამ.

როგორც ირკვევა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიისპირეთში სანქცირებულ პირთა სიაში იმის გამო მოხვდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მიუთითა - ის „აგრესიულობით გამოირჩევა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×