რეზონანსი
08.03.2025

ხისტი განცხადებების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია პრორუსული არ არის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ერთ-ერთ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ეს ცხადია, ვინაიდან რუსეთი აშშ-ის კონკურენტია.

მისი თქმით, ამერიკის ყველა ადმინისტრაცია თავიდან რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას ცდილობდა, თუმცა ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

„შეგახსენებთ, რომ ამერიკის ყველა ადმინისტრაცია პირველ თვეებში ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის განტვირთვას და მათთან ნორმალური კომუნიკაციის დამყარებას, მაგრამ რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია. ახლა რუსეთში სხვადასხვა დონეზე საუბრობენ იმაზე, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ. ისინი იმ ტერიტორიებსაც კი ითხოვენ, რომლის აღებაც სამხედრო გზით არ შეუძლიათ. უკრაინას ვერავინ აიძულებს კაპიტულაციას, ეს არც ევროპის, არც აშშ-ის ინტერესებში არ შედის", - განაცხადა პოდოლიაკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×