|

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისის გაყიდვას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალურ ოპოზიციას დაფინანსება ქვეყნის ფარგლებს გარედან შეეზღუდათ.
„რადიკალებს ძალიან აქტიურად აფინანსებდნენ უცხოეთიდან, აფინანსებდნენ ის დიდი ორგანიზაციები დღეს, რომ დიდი პრობლემა აქვთ, თვითონ ამ ორგანიზაციების ქვეყანაში - აშშ-ში, USAID-ს ვგულისხმობ, NED-ს ვგულისხმობ და თუკი რომელიმე რადიკალური პარტია იქნება ეს, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია თავის საქმიანობას ვეღარ ახორციელებს და სჭირდება დამატებითი სახსრები, ერთადერთი ლოგიკური პასუხი ამ ყველაფრის არის ის, რომ მათ ეს დაფინანსების წყაროები შეეზღუდათ. რატომ შეეზღუდათ? იმიტომ შეეზღუდათ, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც რადიკალიზმს აფინანსებენ დღეს არიან შეჭირვებულ მდგომარეობაში. „ნაციონალური მოძრაობის" ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი, არც უნდა ვერკვეოდე, მაგრამ ის, რომ ესენი ამ შენობას ჰყიდიან, ალბათ არის იმის მანიშნებელი, რომ რადიკალების დაფინანსება ქვეყნის ფარგლებს გარედან შეზღუდულია", - განაცხადა მათიკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისი გაიყიდა. უკვე გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, წარმოება დღეს დასრულდა. დაინტერესებულ პირად დოკუმენტში მითითებულია შპს „ევ დისტრიბუშენი" და ამავე კომპანიის წარმომადგენლად „ნაციონალური მოძრაობის" სახე დავით კირკიტაძე
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|