რეზონანსი
15.03.2025

გასულ ღამეს ვაკეში მოკლული პირი ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა. მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს. 

არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.

მოკ­ლუ­ლი ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე 58 წლის იყო. მას ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სი რუ­სეთ­ში ჰქონ­და. ლე­ვა­ნიც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი, მი­იჩ­ნე­ო­და ავ­ტო­რი­ტე­ტად, თუმ­ცა "ქურ­დის" სტა­ტუ­სი არ ჰქონ­და.

"ლე­ვან ჯან­გვე­ლა­ძე იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მსხვი­ლი მა­ფი­ო­ზი ბიზ­ნეს­მე­ნი, გა­და­ად­გილ­დე­ბო­და დაც­ვით, 2014 წელს ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ თით­ქოს კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ ვატო ყი­ფი­ან­თან ჰქონ­და და­პი­რის­პი­რე­ბა, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. მისი ძმა კი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ ქურ­დულ გარ­ჩე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მო­ყო­ლე­ბუ­ლი 90-იანი წლე­ბი­დან. მას ცივ­სის­ხლი­ან ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ. ფაქ­ტია, მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვაა, ვერ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ შუ­რის­ძი­ე­ბაც იყოს", - უთხრა "ამბებს" წყა­რომ, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×