|

კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" და მისმა პატრონებმა იგრძნეს, რომ ბოლო თვეებს თუ კვირებს ითვლიან და თუ რამე ქონება აქვთ ყველაფერს გაყიდიან იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად აღარ აქვთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„როგორც ჩანს, ახლა იგრძნო კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" და მისმა პატრონებმა, რომ უკვე პრაქტიკულად ბოლო თვეებს თუ კვირებს ითვლის კოლექტიური „ნაცმოძრაობა" და ოფისებსაც გაყიდიან, თუ რამე ქონება აქვთ ყველაფერს გაყიდიან იმიტომ, რომ პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად აღარ არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" საქართველოში. უცხოეთიდან ფინანსდება ყველაფერი ეს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ვოიაჟები. ახლა ცოტა ხანში ალბათ არც უცხოელები აღარ დაუფინანსებენ ვოიაჟებს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ფინანსური კრიზისია. პარტიის მთავარი შენობა გაყიდულია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი 3 200 000-ად გაიყიდა. შენობის ახალი მფლობელი კომპანია „ევ დისტრიბუშენია", რომლის დირექტორიც „ნაციონალური მოძრაობის" სახე დავით კირკიტაძეა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|