
"ცირკად" ქცეული სასამართლო, რომელსაც სამართლიანობასთან კავშირი არ აქვს, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ მორიგ განაჩენს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილისთვის მთავარ პრობლემას სწორედ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი წარმოადგენს და სწორედ ამიტომ, მის დასასჯელად ყველა ღიონეს ხმარობს.
ეს არ არის სასამართლო, ეს არის ცირკად ქცეული შენობა, სადაც ყველაფერია სამართლის გარდა. სადაც სიტყვა „სამართალი“ არის სრულიად შეუსაბამო. ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა არის მიხეილ სააკაშვილი, ეს ვიცოდით და ვიცით და სწორედ ამიტომ, ისინი ყველაფერს იყენებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიანთი ჭკუით „დასაჯაონ“. მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის. მიხეილ სააკაშვილი ისჯება იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთს არ გადააბარა, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ე.წ. საღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დისკრეციული უფლება გამოიყენა და ე.წ. პიჯაკების საქმის განაჩენს ზევიდან 4 წლით და 6 თვით სასჯელი დაუმატა. ჯამში, მესამე პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვით განესაზაღვრა.