რეზონანსი
19.03.2025

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში იზოლატორი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ანთაძემ განუცხადა, იურიდიული პროცედურები ჯერ არ დასრულებულა და ლევან ვარშალომიძე ჯერჯერობით კვლავ ყაზახეთში რჩება.

ინფორმაციისთვის, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძის დაკავების თაობაზე ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც აეროპორტით საზღვარს კვეთდა.

როგორც პარტიაში აცხადებდნენ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×