რეზონანსი
20.03.2025

„სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ყველა დროის რეკორდი დაამყარა. მან მსოფლიოში საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში მოედანზე გატარებულ 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვა – 34.

„სან ანტონიომ“ საკუთარ დარბაზში „ნიუ იორკ ნიქსი“ 120:105 დაამარცხა. მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი და 27 წამი დაჰყო. ამ დროის მანძილზე ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 34 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. სანდრომ თამაშიდან 14-დან 13 ტყორცნა (93-პროცენტიანი სიზუსტე) და ერთი საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის ანგარიშზე 7-დან 7 ზუსტი სამქულიანია.

აქამდე NBA-ის ისტორიაში 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ქულა (33) ამჟამად „ბოსტონ სელტიქსის“ რიგებში მოთამაშე ამერიკელ უკანახაზელს, ჯეილენ ბრაუნს ჰქონდა მოპოვებული.

ასევე, NBA-ის შეხვედრაში არც ერთ ქართველს 34 ქულა არ დაუგროვებია. მანამდეც ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი მამუკელაშვილს ჰქონდა – 2022 წლის 10 აპრილს „კლივლენდ კავალიერსთან“ სანდროს ანგარიშზე 28 ქულა იყო. მაშინ ის „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას იცავდა და ზაზა ფაჩულიას შედეგი გააუმჯობესა – 27 ქულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×