|

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური პარტიებისგან, ოპოზიციისგან მნიშვნელოვან კოორდინაციას მოითხოვს.
როგორც ბეჟაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ასეთი საკოორდინაცო შეხვედრები ხშირად იმართება.
„დღევანდელი შეხვედრა ეთმობოდა საგარეო მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს, რომელიც დაგეგმილი არის უკვე ხვალიდან. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სტრასბურგში, მათ შორის ბრიტანეთში. ამიტომ პარტიების პოზიციები ამ ვიზიტებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო და დღევანდელი საკოორდინაციო შეხვედრა ამას დაეთმო. ამადროულად, შეხვედრაზე განიხილებოდა 31 მარტის საპროტესტო აქციებში პარტიების მონაწილეობის საკითხი. ვფიქრობ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა იყოს, რომ ვაჩვენოთ ძლიერი კოორდინაცია საზოგადოებას. ძლიერმა კოორდინაციამ კიდევ უფრო ახალი იმპულსი უნდა შესძინოს საპროტესტო ტალღას", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|