|
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან, კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა, მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას ესიამოვნება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ის საქმე, რომელიც კომისიის წინაშე აქამდე წარდგა და მომავალში წარდგება, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა კლანთან. „ჩვენ სოლიდარული ვართ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დაზარალდა წინა და ამ ხელისუფლების დროს და ვფიქრობთ, ყველა ადამიანმა საქართველოში სამართალი უნდა იპოვოს და ნამდვილად გვინდა, ამ ადამიანებმა აღიდგინონ ქონება, დაიბრუნონ საკუთარ უფლებებში საკუთარი თავი და ეს სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით გააკეთონ. ამიტომ ვართ პოლიტიკაში. ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე კომისიის წინაშე წარდგა და რომელიც მომავალში წარდგება, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა „კლანთან“, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას აგრძელებს და რომელთაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი. ის ადამიანებმა, რომლებმაც უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას განაგრძობენ. დავიწყებ ლეონიძის საქმით, ვინაიდან სწორედ ლეონიძის საქმესთან არის დაკავშირებული ხაზარაძე-ჯაფარიძესთან გამოძიება პროკურატურაში. ლეონიძის საქმეში ძალიან კარგად ჩანს, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელმაც 2000-ან წლებში, წინა ხელისუფლების დროს, განიხილა ლეონიძის საქმე მის საწინააღმდეგოდ, მიიყვანა იგი გაკოტრებამდე. ისევ ამ მოსამართლემ, როდესაც ლეონიძე იყო ცნობილი პოლიტპატიმრად, 2012 წელს „ქართული ოცნების“ დროს, არათუ ქონება არ დაუბრუნა ლეონიძეს, არამედ გააკოტრა მისი კომპანია „მაგნატი“ და 2021 წელს უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დააწინაურეს. მეორე მოსამართლე, ლომთათიძე, რომელმაც ციხეში გაუშვა ლეონიძე და მას პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯა, დააწინაურეს – ის არის უვადოდ გადანიშნული 2021 წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ“, – განაცხადა ანა დოლიძემ. მისი თქმით, ყველანაირი საუბარი, რომ „თეას კომისიის აზრი არის ლეონიძისთვის უფლებების დაბრუნება, აბსოლუტური ტყუილია და არის ანგარიშსწორების მცდელობა, ყურადღების გადატანა“. „ამ კომისიას ორი ამოცანა აქვს – პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში. ჩვენთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ის მუქარა, რომელიც თეას კომისიიდან მოდის. კომისიაც და პარლამენტიც სრულიად ბუტაფორული და არალეგიტიმურია“, – განაცხადა დოლიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|