რეზონანსი
28.03.2025

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე, სადაც კომისიის წევრები 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსს, მამუკა ყურაშვილს უსმენენ, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ილია ინჯიამ მამუკა ყურაშვილს კითხვა დაუსვა: „ადამიანების ევაკუაცია უფრო ადრე რომ მოგეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები?", რაზეც ყურაშვილმა უპასუხა: „დაზარალებული უფრო ნაკლები იქნებოდა".

ამასთან, როგორც ყურაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეთა ევაკუაციასთან დაკავშირებით კონფლიქტის ზონიდან გაერთიანებული შტაბი საქმის კურსში ჩააყენა.

„თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განგაში ამეტეხა უშიშროების საბჭოს, გენშტაბის გარეშე და სახლებზე დამეწყო კაკუნი? ბოლო წამამდე ვცდილობდით, აგვეცილებინა კონფლიქტი. თუ იწყებ რაღაც ოპერაციას, მაშინ შენ აფრთხილებ, შენ გამოგყავს", - აღნიშნა ყურაშვილმა, რომელმაც უპასუხა კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის კითხვას: „როგორც კი თქვენ გაიგეთ ტელევიიზით ადგილზე, რომ პირველი აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო ევაკუაცია, თავად თქვით, რომ მივხვდი, მარტო ვარო. მარტო თუიყავით, ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო მარტო იყო. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ, სულ მცირე, განგაშის ზარი შემოგეკრათ, რათა მოსახლეობაში მსხვერპლი ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ? თუ იყო ეს თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×