|

ვითომ საგამოძიებო კომისია არის ბოროტი პოლიტიკური ცირკი. ჯერ საკუთარ თავს დაარქვეს პარლამენტი და ახლა ამ პარლამენტმა რაღაცა შექმნა და დაარქვა საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა ლევან სამუშიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.
სამუშიამ „ძლიერი საქართველოს" იურისტისა და ოფისის მენეჯერის გამოკითხვის შესახებ ისაუბრა, რომლებიც სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ამ წუთებში იკითხებიან.
„რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს არის ამ ცირკის გაგრძელება, მორიგი სერია. ჩვენი პარტიის თანამშრომლებს, იურისტს რატომ იბარებენ გაურკვეველია და მათი გაგებით, მიმდინარეობს ამ ადამიანების დაშინება. არავის არაფრის ეშინია. ყველამ ყველაფერი ღიად თქვა. მამუკა ხაზარაძემ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და მათი განცხადებით, ისინი ამ ბოროტ პოლიტიკურ ცირკში, რასაც ე.წ. საგამოძიებო კომისია ჰქვია, მონაწილეობას არ აპირებენ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც ამ მართული სასამართლოს პირობებში მზად არიან ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცენ", - განაცხადა ლევან სამუშიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება "უნიჭო სანახაობას დგამს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული".
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|