რეზონანსი
29.03.2025

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტირანის მიტროპოლიტს და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსს, მის უნეტარესობას, იოანეს პირველიერარქად დადგინებას ულოცავს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ალბანეთის ეკლესიის პირველიერარქად დადგინებას.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ალბანეთში ქრისტიანობა I საუკუნეებიდან გავრცელდა, ხოლო პირველი ფართო ქრისტიანული გაერთიანებები III საუკუნიდან გაჩნდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ალბანეთის ეკლესია მოწამებრივ ღვაწლშია და ახლაც, როდესაც უნეტარესი ანასტასიოსის შემდეგ თქვენ ხდებით საჭეთმპყრობელი ამ ტახტის, გასაკეთებელი კვლავაც ბევრია; მაგრამ უფალი, რომელმაც ინება თქვენი აღსაყდრება, შეგეწევათ ჯვრის მტვირთველობაში და მოგცემთ ძალას შემდგომი წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა.

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თქვენს ეკლესიას, მთელ ალბანელ ხალხს და სიყვარულით გილოცავთ ინტრონიზაციის დღეს.

ღმერთმა შეგაძლებინოთ, თქვენი მმართველობა ჩვენს რთულ დროში იყოს სიმშვიდით, სიყვარულითა და სიბრძნით გამორჩეული.

ღმერთმა დალოცოს ალბანეთი და ინებოს ალბანეთის წმინდა ეკლესიის შემდგომი წინსვლა და აღორძინება“, - აღნიშნულია პატრიარქის მისალოც ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×