რეზონანსი
30.03.2025

„2024 წელს იყო 21,653 ქორწინება და 13,520 განქორწინება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენი გიორგი ჩუგოშვილი წერს.

მისი განმარტებით, ფაქტობრივად, ყოველი 10-დან 6 ქორწინება განქორწინებით სრულდება.

„დემოგრაფიაში ხდება კატასტროფა. 2024 წელს დაიბადა 39,483 ბავშვი, 1.8%-ით ნაკლები ვიდრე 2023-ში. 1994 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია! ბოლო 31 წელიწადში ყველაზე დაბალი, მანამდე სტატისტიკა არ დევს.

გარდაიცვალა 43,971 ადამიანი, 2.8%-ით მეტი ვიდრე 2023-ში. 2024 წელს 4,488-ით ნაკლები დავრჩით მხოლოდ ამ ორი პარამეტრით. 2024 წელს იყო 21,653 ქორწინება და 13,520 განქორწინება, ფაქტობრივად, 10-დან 6 ქორწინება განქორწინებით სრულდება. რამდენი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან, რამდენი უკვე ემზადება და რამდენი ფიქრობს რომ წავიდეს.

ეკონომიკური ზრდაც ძირითადად იმ სექტორებზე მოდის, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად ჩამოსული ადამიანები მონაწილეობენ (საინფორმაციო ტექნოლოგიები, უძრავი ქონება)", - წერს გიორგი ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×