რეზონანსი
30.03.2025

"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მიწვეული არიან: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სხდომა პარლამენტში 11:00 საათზე არის ჩანიშნული.

ამავე ინფორმაციით, სხდომის ბოლოს დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის ჩართვა;

„სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1633 რეზოლუცია. ასევე, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებული საპატიმრო პირობები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×