რეზონანსი
31.03.2025

მოხარულები ვართ, რომ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შევასრულეთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ცოტა ხნის წინ მგზავრებით სავსე პირველი ხომალდი დაეშვა. ეს საშუალებას აძლევს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ეწვიონ და აღმოაჩინონ თბილისი და დანარჩენი საქართველო, ასევე ქართველებს - ჩავიდნენ ლონდონში და იქიდან, ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, იმოგზაურონ ევროპასა და აშშ-ში, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანური ავიაკომპანიის British Airways-ის ავიამიმართულებების განვითარების დირექტორმა რეიჩელ რაილიმ.

დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი განახორციელა. ავიაკომპანია „ბრიტიშ ეარვეისი“ ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

„ეს შესანიშნავი დღეა ჩვენთვის, რადგან შევძელით ახალი პირდაპირი კავშირის დამყარება და ვართ პირველი პრემიუმ გადამზიდავი, რომელიც გთავაზობთ ამ კავშირს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის“, - აღნიშნა British Airways-ის ავიამიმართულებების განვითარების დირექტორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×